დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი Sunday Times-თან ინტერვიუში ადასტურებს, რომ უახლოეს თვეებში პოსტს დატოვებს.
მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
უოლესის განცხადებით პოსტს მაშინ დატოვებს, როდესაც პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მთავრობაში მორიგ ცვლილებებს განახორციელებს.
BBC-ის წყაროების ცნობით, უოელესმა პოსტი, შესაძლოა, უკვე სექტემბერში დატოვოს. ის ასევე არ დააყენებს თავის კანდიდატურას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ჯერ არ დანიშნულა, თუმცა მომავალი წლის ბოლოს უნდა გიმართოს. 53 წლის უოლესმა განაცხადა, რომ ვადაზე ადრე არ დათმობს დეპუტატობის მანდატს, რათა მის ოლქში შუალედური არჩევნები არ ჩატარდეს.
უოლესი თავდაცვის მინისტრის პოსტს ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა, იმაზე მეტ ხანს, ვიდრე მისი ნებისმიერი წინამორბედი კონსერვატიული პარტიიდან. მან Sunday Times-ს განუცხადა, რომ აცნობიერებს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ სამუშაომ მის ოჯახზე. შოტლნდიის პარლამენტამდე უოლესი არმიაში მსხურობდა, ის შოტლანდიის გვარდიის ოფიცერი იყო, პირველად თემთა პალატაში კი 2010 წელს აირჩიეს.