უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ევროდეპუტატების მიმართვას ეხმაიანება.
„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.
ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.
ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.