მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯო ბაიდენის თქმით, ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება.
„ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენიც დასჭირდება. ყველას გვინდა, ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. პირობები, რომლებიც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ძირითად პრინციპებს, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ორი საყრდენი. ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია.
რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ. პუტინს არ შეუძლია დაიჯეროს, რომ ეს მათი მიწაა, მათი ქვეყანა და მომავალი. და ამდენი ხნის შემდეგაც კი, პუტინი კვლავ ეჭვობს ჩვენს გამძლეობას. ის ჯერ კიდევ დებს ცუდ ფსონს, რომ რწმენა და ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის დაირღვევა.
საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.