მანქანათმშენებლობის სპეციალისტებმა ახალი ტიპის ლიმუზინი შექმნეს, რომელშიც აუზია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას techvesti.ru ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აუზიანი ლიმუზინი Mini XXL საკმაოდ მოსახერხებელი მანქანაა. ახალი მოდელი გასაყიდად ჯერ არ გამოუტანიათ. მისი სავარაუდო ფაციც უცნობია, მაგრამ სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ Mini XXL ბაზარზე თავის ადგილს დაიკავებს და მას ბევრი მყიდველი გამოუჩნდება.