ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას ჰკითხეს წალენჯიხაში გიორგი მუმლაძისა და ლევან ხაბეიშვილის ფრთის დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
ზარქუას თქმით, „ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი“.
„ჩემი ხაბეს წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი, ცუდას რად უნდა მტერობა, ამას გეტყვით. ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი. სხვათა შორის, ხაბეს ისევ ჰყავს 17-კაციანი ამალა, გუშინ ვიხილე, „ვივამედთან“ მივიდნენ. შემორჩენილი ჰყავს ჩემს ხაბეს ის 17-კაციანი ამალა და მას ერთი კაცი არ უნდა დააკლდეს. რა გითხრათ, ხაბე რომ თავმჯდომარეა და მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია, თემა დამთავრებულია. ხაბე რომ თავმჯდომარეა, იმაზე მეტად პარტია რა უნდა დაზიანდეს?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.