ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყო, რომლის მიზანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების დასაცავად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიოანობის ამაღლებაა. გავრცელებული ინფორმაციით, სწავლების მსვლელობისას შესაძლოა განხორციელდეს რაკეტების გაშვება, რომელთაც ძალუძთ ისრაელის ტერიტორიაზე და სპარსეთის ყურეში ამერიკის სახედრო ბაზების სამიზნეების განადგურება.
"სწავლება კოდური სახელწოდებით "მოდაფინ-ი ასემან-ი-ვალაიათ 2" ("ცისა და მიწის დამცველები 2") ხუთი დღის განმავლობაში სამ ეტაპად წარიმართება", _ ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის ჰაერსაწინააღმდეგო კორპუსის მეთაურმა ბრიგადეს გენერალმა აჰმად მიკანმა განაცხადა.
პირველი ეტაპი სავარაუდო მოწინააღმდეგის საჰაერო ძალების შეტევის მოგერიებისას კოორდინირებულ მოქმედებას დაეთმობა. მეორე, ძირითადი ეტაპისას გათამაშდება საჰაერო ბრძოლა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების გაშვება. მესამე ეტაპი კი საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო ძალების კონტრაქტის იმიტაციას გულისხმობს, რაც "შიხაბის", "სეჯლის" ან "კადარის" ტიპის რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლის მოქმედების რადიუსი 2 ათასი კილომეტრია.
როგორც ბრიგადის გენერალმა აღნიშნა, ირანის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ აწარმოონ "ასიმეტრიული ომი", რომელის ტაქტიკა ბირთვულ ობიექტებზე შეტევის მოგერიებისას "ახალი საშუალებების" გამოყენებას გულისხმობს.
მისივე განცხადებით, ტეროტორიის მოცულობა რომელზედაც სწავლება გაიმართება 600 ათასი კვადრეტული კილომეტრია. მიკანის თქმით, სწავლება არაა საგანგებო ხასიათის, ის შარშან დაიგეგმა და ზედიზედ მეორე წელია ტარდება.