დღეს, 22 ნოემბერს, 19:45 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა'' გაიმართება.
თეატრის დასი "რომეო და ჯულიეტას" თბილისელი მაყურებლის წინაშე პრველად წარმოადგენს.
სპექტაკლში თეატრის წამყვანი და ახალგარზრდა მსახიობები არიან დაკავებულნი.
"რომეო და ჯულიეტა" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.