საქართველოს პარლამენტის მიერ, 2022 წლის 29 ნოემბერს მიღებული "იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი/საზედამხედველო ჩარჩოს სამუშაო ვერსია შეიმუშავა.
პროექტი დაინტერესებულ მხარეთაგან კომენტარების წარმოდგენის მიზნით ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. კომენტარების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 6 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cm.corporate@nbg.gov.ge.