დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა BBC Radio 4-თან ინტერვიუში უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად ბრიტანეთი მობილიზებულია უკრაინელი პილოტების სწავლებაზე, მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე კი საუბარი უახლოეს წლებშიც არ იქნება.
„რაც შეეხება თვითმფრინავებს, არ მგონია, უახლოეს თვეებში ან წლებშიც კი ეს თვითმფრინავები გადავცემთ{უკარინას}“,- განაცახდა უოლესმა.
მისი თქმით, პილოტების სწავლება დიდ დროს მოითხოვს: „თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ ფრენის შესწავლას ერთ ან ორ კვირაში“, - თქვა მან.
9 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ოფიციალურად გამოაცხადა ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნების გაფართოების შესახებ.