თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34 179-მდე გაიზარდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით,,თურქეთში დაღუპულია 29 605 ადამიანი.
სირიაში დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 4 574-ს შეადგენს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. თურქეთში სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა საქართველოდანაც გაიგზავნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.