ყოფილი კონკრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას, მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთის ქმედებები? ჰეი, "ქართული ოცნება", ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს", - წერს კიზინგზერი.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შესვლის გამო, უსაფრთხოდ ყოფნის საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად შეუწყობს ხელს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.
ამ განცხადების გამო, ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება". მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ლავროვის განცხადებებს "ქართული ოცნების" ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".