ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით! - ამ სიტყვებით მიმართა დღეს საზოგადოებას მხატვარმა გია ბუღაძემ პირველ სკოლასთან გამართულ ღონისძიებაზე, სადაც 24 თებერვალს მასშტაბურიო აქცია დაანონსდა.
ღონისძიება ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს ეხებოდა და მასში საზოგადოებასთან ერთად სამი პოლიტიკური პარტია, "დროა, "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი - მეტი თავისუფლებაც" მონაწილეობდნენ.
“არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ვაპირებ, მაგრამ მე ვეკუთვნი ქართულ საზოგადოებას, საქართველოს. დღეს რეალობა არის ის, რომ ქვეყანას ვკარგავთ, პირდაპირ ვბარდებით რუსეთს და რუსეთთან ურთიერთობა სიბნელესთან ურთიერთობაა.
… სირცხვილის გრძნობა ხომ არ დავკარგეთ ხალხნო?! თუ ჩვენ დღეს ჩავბარდებით რუსეთს და ხმას არ ამოვიღებთ, სამარადჟამოდ სირცხვილში ვიქნებით. უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ მომავალთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ვარ აქ და სწორედ ამიტომ უნდა გავაქტიურდეთ. ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით, ძალიან გთხოვთ!“, – თქვა ბუღაძემ.
სამი ოპოზიციური პარტია "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი მეტი თავისუფლება" სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად 24 თებერვალს აქციას გამართავენ.