„ეს არის ამ ავტორიტარულ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის სახე, რომ ის ქართველები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან მოხალისეებად დემოკრატიისა და მათ შორის ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მათაც ერჩიან და მზად არიან მოქალაქეობები ჩამოართვან ან ამის შესახებ უმწიფრად იმუქრებოდნენ და ნიშნის მოგებით საუბრობდნენ“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების მოქალაქეობის დასაცავად შექმნილ პეტიცია
„ოღონდ პრობლემა სინამდვილეში კანონებში კი არ არის, ზუსტად ამ რეჟიმსა და ადამიანებშია, ვინც ივანიშვილის კოლაბორაციონისტულ რეჟიმს წარმოადგენს. ამიტომ ზოგადად სკეპტიკური ვარ კანონშემოქმედებითი საქმიანობის ან ქართული ოცნება რომ უნდა დავარწმუნოთ მათ შორის პარლამენტში, რომ რაიმე საკანონმდებლო ცვლილება მოახდინოს იმისთვის, რომ საკუთარ თავს მოუჭრას ტოტი, ასე არ ხდება, როდესაც ავტორიტარულ-კოლაბორაციონისტული რეჟიმები ფუნქიცონირებს“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა
ცნობისთვის, ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.