აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში ჰუვერის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, "ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით საქართველოს შემთვევაში. გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას".