ვივა მედის კლინიკური დირექტორი უარყოფს ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში კვებასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არსებობს.
ამასთანავე, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.
როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის პარამეტრები არ არის შესაბამისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად.
„პაციენტი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში. არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება კვებას, ამაზე ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღე შიმშილობდა, ეს აისახა მისი ჯანმრთლობის მდგომარეობაზე. რაც შეეხება ზონდით კვებას, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს გულის რევა, ღებინების შეგეძნება საკვების მიღების პროცესში, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთანვე შეთანხმებით და არა იძულებითი წესით“, – განაცხადა ჩხაიძემ.