კომპანია "ჯეოსელის" მხარდაჭერით საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკას და რარიტეტულ გამოცემათა უნიკალურ ფონდს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაო. 21 ნოემბრიდან დაინტერესებულ საზოგადოებას შეეძლება მყუდრო და კომფორტულ გარემოში გაეცნოს მუზეუმის უძვირფასეს და უნიკალურ ექსპონატებს.
ხელოვნების სასახლის ბიბლიოთეკასა და რარიტეტულ გამოცემათა ფონდში დაცულია 32000-მდე ექსპონანტი. ფონდის ძირითადი ნაწილი შედგება წიგნებისგან ქართულ და რუსულ ენებზე თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ხელოვნების, ისტორიისა და რელიგიის შესახებ. ასევე დაცულია უნიკალური მხატვრული ლიტერეტურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, პიესები, 3000-მდე სანოტო წიგნი, სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთი, რარიტეტული გამოშვებები რუსულ და ქართულ ენებზე (შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" - 1887 წ, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი "სიტყვის კონა"- 1884 წ, გუნიას "ქართული თეატრი" - (1878-1889წ)).
მნიშვნელოვანია წიგნები ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით (ნიკო ფიროსმანიშვილის" წიგნი ლადო გუდიაშვილის ავტოგრაფით და ა. შ.).
საქართველოში წიგნიერების განვითარებისთვის აუცილებელია მსგავსი სამკითხველოების შექმნა, რაც საზოგადოებაში წიგნის კითხვის მოტივაციას გააძლიერებს.