სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას ურჩევს არ დაახიანოს ქვეყნის ინტერესები მაშნ, როდესაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დიდი შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი.
მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ყურადღებას მიაქცევენ.
„მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ დღეს, როდესაც ჩვენთვის შესაძლებლობების ფანჯარა ევროკავშირის მიერ გახსნილია, ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს. მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შემიძლია დაგიდასტუროთ, ისინი აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ყურადღებას მიაქცევენ. მათი აზრით, ეს არ არის საკითხი, რომელიც რთულ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მისი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკურ ნებას საჭიროებს“ .- განაცხადა ლომჯარიამ.
დღეს ომბდცმენის რანგში ლომჯარიაამ ბოლოო შეხვედრა გამართა. ისაუბრა ყველაფერზე რაც ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ გააკეთა.
რვა დეკემბერს ნინო ლომჯარიას ბოლო სამუშაო დღე ექნება.