დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე, - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სააპელაციო განაჩენზე, რომლითაც, მოსამართლეთა კოლეგიამ ის 2 ნოემბერს, პატიმრობაში დატოვა და სასჯელი დაუმძიმა.
"ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და ასევე დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. წინასწარ გეტყვით, რომ არსებითად ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვნახეთ, რომ რაიმე უფრო მეტად არის დასაბუთებული. უფრო მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. დეტალურად რამდენიმე დღეში მოგახსენებთ", - თქვა ლომჯარიამ.