4 სახის ვირუსი ქვეყანაში, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ინფიცირებულთა შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. მაღალი ცხელება, ხველა და რესპირატორული პრობლემები - ეს მთავარი სიმპტომებია.
მედიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ორ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს. ინფექციონისტები მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას დეკემბერ-იანვარში ვვარაუდობენ და მოსალხოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში რამოდენიმე საისვირუსი ცირკულირებს.
"ამ ეტაპზე ცირკულირებს გრიპის ვირუსები, რესპირაციული ინფექციები და ცოტაოდენი კოვიდი. მეტი ყურადღებაა საჭირო მცირე ასაკის ბავშვებში უნდა ნახოს ოჯახის ექიმმა და დაუნიშნონ მკურნალობა. გრიპის ვაქცინაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა. ყველას შეუძლია გაიკეთონ განსაკუთრებით საჭიროა ორსულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში", - აცხადებს თამარ გაბუნია.