„ის, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში არ აგზავნიან, ეს ფაქტი დემონსტრირებს ქართული ოცნების მდგომარეობას, თუმცა ევროპული საქართველოს მკაფიო პოზიციაა,რომ ვერანაირი, მათ შორის, კარგად დაწერილი კანონპროექტიც კი ვერ უშველის ამ ოლიგარქიულ რეალობას“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ევროკავშირის მხრიდან ქართული ოცნების მიმართ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ გაკეთებულ მოწოდებაზე
„კანონპროექტის მაგივრად საჭიროა ყველაფრის ფუნდამენტალური ტრანსფორმაცია. ხელისუფლების ცვლილება არის წინაპირობა დეოლოგარქიზაციის და არა რაიმე კანონპროექტების წერა ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან. ის ოპოზიციური პარტიები ,რომლებიც ამ პროცესს არიან აყოლილები, სამწუხაროდ ხელს უწყობენ ქართული ოცნების სტატუსკვოს შენარჩუნებას“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.