აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.
"რათა ამერიკა კვლავ დიდი და დიდებული გავხადოთ, ამ ღამეს მე შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე ჩემს კანდიდატურას ვაცხადებ". – თქვა ტრამპმა ფლორიდაში სიტყვით გამოსვლის დროს.
ტრამპის თქმით, ის 2024 წლის არჩევნებისთვის ისე იბრძოლებს, როგორც ეს აქამდე არავის გაუკეთებია.
"ასე რომ, დღეიდან, 2024 წლის არჩევნების დღემდე... მე ვიბრძოლებ ისე, როგორც აქამდე არავის უბრძოლია. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის შიგნიდან განადგურებას ცდილობენ". – თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს "მსხვერპლი" უწოდა, როცა ისაუბრა გამოძიების შესახებ, რომელიც მის მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტების საკუთარ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეუსაბამო შენახვაზე მიმდინარეობს. მისი თქმით ეს "სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენებაა".
"ეს უბრალოდ კამპანია არაა, ეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის მისიაა... გთხოვთ ხმის მოცემას. გთხოვთ მხარდაჭერას... ჩვენ გავანადგურებთ ტირანიის ძალებს და ჩვენთვის, ჩვენი ბავშვებისთვისა და მომავალი თაობისთვის თავისუფლების დიდებულებებს გავათავისუფლებთ... ამერიკის ოქროს ხანა ჯერ კიდევ წინაა". – თქვა ტრამპმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს.
დონალდ ტრამპი არის აშშ-ს ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი ორჯერ ჩატარდა, თუმცა ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.