ხალხს უკანონო ვალები უნდა ჩამოეწეროს და ადამიანები ვალის ჯოჯოხეთური წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ, - აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, ამის გაეშემო უნდ გაერთიანდეს ყველა თავმოყვარე პოლიტიკოსი. მათი ეს კონსტრუქტორივით დაშლა-აწყობა კი უკვე მართლა სამარცხვინო გახდა.
„მოკლედ, დღეს ბანკები სესხად იმ ფულს გასცემენ, რაც მათ რეალურად არ გააჩნიათ! რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60-65 % ბუნებაში არარსებულ ვალი ადევს და იხდის რაც მთავარია.
შედეგი: ხალხი ღატაკდება, ვალებით იტენება და ქვეყნიდან გარბის. ყველაზე კომფორტულად კი ისევ ივანიშვილია.
რადგან ქვეყანა ძველი მევახშური სისტემით იმართება - ადამიანებს ბანკების ვალები აქვთ, ბანკებს კი ივანიშვილის. ანუ, სანამ პოლიტიკაში ფული იქნება მთავარი და არა ხალხისთვის მსახურება, სანამ ფულით დააპირებენ არჩევნების მოგებას, არასოდეს არაფერი გვეშველება, ივანიშვილს ფულით ვერასოდეს მოუგებ და იმიტომ“, - დავით ჭიჭინაძე