„ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყნის გარეთ კარგად ხედავენ, რომ შეუძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში დეოლიგარქიზაცია მოხდეს, დამოუკიდებელი სასამართლო შეიქმნას და ზუსტად იმაზე მიუთითებენ, რომ საკუთარი ეზოსავით მართავენ ამ ქვეყანას“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას
„უბრალოდ მე მიკვირს, რომ ქვეყნის შიგნით ვერ ხედავს ამას ოპოზიცია და ასევე მაინტერესებს, როდემდე აპირებს მათ შორის ენმ, ლელო და სხვები ამ ოლიგარქიული, ავტორიტარული და კორაბორაციონისტული ხელისუფლების არალეგიტიმურ პარლამენტში დეკორაციად ყოფნას.“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა
საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო... ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს" - ცნობისთვის ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარი აქცენტებში" განაცხადა