ქუჩაში დაჭერილი მუშახელის იმედად კი ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ - ხარისხის ხარჯზე, ჩინოვნიკების „ატკატების“ ხარჯზე ქვეყანას სიცოცხლეები აკლდება, - აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, მხოლოდ ვიზუალზეა აწყობილი ხელისუფლების ხელში, რატომ გვიკვირს, რომ ტრაგიკული ამბები ყოველდღიურობა გახდა?!
„ამათ ხომ ყველაფერი შერჩათ! ფულის კეთება, დაუდევრობა, აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, ხალხის დარვბევა, ჟურნალისტების ცემა, არჩევნების მიტაცება შერჩათ!
„ოცნებაში“ რეალურად საკუთარი თავის კონტროლის რესურსიც კი აღარ აქვთ, სამაგიეროდ აპატია და გვერდზე მიუჯდა ოპოზიციამ და ტრაგედიების გამპრავებლების კოლეგები დაირქვეს!
ადამიანები კი არაკომპეტენტურობის, უხარისხო მართვის მსხვერპლი ვხდებით.
ყველაფერი რაც ჩამოდის, ჩინური და დაბალი ხარისხისაა; კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნიდან გარბიან;
ქუჩაში დაჭერილი მუშახელის იმედად კი ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ - ხარისხის ხარჯზე, ჩინოვნიკების „ატკატების“ ხარჯზე ქვეყანას სიცოცხლეები აკლდება“, - ამბობს ჭიჭინაძე.