35-კილოვოლტიან გადამცემ ხაზებზე "ლილო-1" და "ლილო-2" გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით მიმდინარე წლის 6, 7, 8 და 9 დეკემბერს 13 საათიდან 16 საათამდე ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის და სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, წულაძის, ხარაბაძის, ზანდუკელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზღუდება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას, წისქვილკომბინატს, ისნის ბაზრობას, ქარხანას "ქართუ", სამგორის ნაყინის ქარხანას, პურის ქარხნებს, სამაცივრე მეურნეობას. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს, ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.