თუ მართლაც ასეთი ეკონომიკური ზრად გვაქვს, მაშინ რატომ ვართ ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში?!, - ამბობს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და აღნიშნავს, რომ თუ ეკონომიკა მართლაც ასე ყვავის, ეროვნული ბანკი რატომ არ ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, გაზრდით ხომ უცებ გაზარდეს?!
„ან ვინმეს წარმოუდგენია, რა მოხდება ქვეყანაში, ჩვენმა ემიგრანტებმა მცირე ხნით მაინც რომ შეაჩერონ გზავნილების გამოგზავნა?!
შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები, ისედაც ყველა გაღატაკდა, ვალებით გაივსო, გასაყიდი არავის აღარაფერი დარჩა...
მონოპოლისტები კი განუკითხავად, საერთოდ უპრობლემოდ უზრდიან ადამიანებს გადასახადებს;
სამაგიეროდ „ოცნებაში“ დაინიშნეს თავები იმპერატორებად და მოსახლეობის აბუჩად აგდებას განაგრძობენ. თან უკვე იმ სტადიაში არიან, რომ დღესასწაულებიც კი მხოლოდ თავისთვის ემეტებათ, ხალხზე ზრუნვა კი არა“, - ამბობს დავით ჭიჭინაძე.