სამოქალაქო საზოგადოება დიდი პროტესტისთვის ემზადება. საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით დღეს იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება.
ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქუჩაში გამოსვლას აანონსებენ.
ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობამ, დუმილმა და რუსული ინტერესების გატარებამ ქვეყანა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა.
მხატვარი გია ბუღაძე რუსების მკვეთრ და უკონტროლო შემოდინებას საქართველოში „შემოსევას“ უწოდებს და ამბობს, რომ თუ ამას არ შევაჩერებთ, შეიძლება ქვეყანა დავკარგოთ.
"ადამიანები ქუჩაში ყოველდრე ყუნდა იკრიბებოდნენ, გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიაქტიუროთ, თორემ ეს რაღაცა შემოტევა, შემოსევა გაგვანადგურებს. თუ ამას ჩვენ არ შევაჩერებთ და თუ საზოგადოება არ იქნება ბევრად აქტიური, შეიძლება ქვეყანა დავკარგოთ“.- ამბობს გია ბუღაძე.