აშშ-ის კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვის ზრდაზე ტვიტერზე წერს და ამბობს, რომ საქართველო ჭკვიანურად მოიქცეოდა, თუ ჩაკეტავდა საზღვრებს და რუსებს არ შეუშვებდა.
„საქართველოს მოსახლეობა ჭკვიანურად მოიქცეოდა, თუ ჩაკეტავდა საზღვრებს და არ მისცემდა რუს ტურისტებს თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში შესვლის საშუალებას. საბრძოლო ასაკის მქონე კაცების შემოდინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში ძალიან სახიფათოა. უნდა დავინახოთ რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმის მნიშვნელოვანია“, - წერს კიზინგერი.