"ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლება გვატყუებდა ხოლმე, რომ ოპოზიცია გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას და დღეს ამას მათი გუნდის ყოფილი წევრიც ადასტურებს" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი ნონიაშვილის სოსო გოგაშვილის განცხადებას
"უნდა გვახსოვდეს, რომ არა წარსულში, არამედ აწმყოში, აი ახლაც იგივეს სჩადის ქართული ოცნება. ოპოზიციისთვის გადატრიალების მცდელობის დაბრალებით, ანტიდასავლური კამპანიით ემუქრება და აშინებს საქართველოს მოსახლეობას, ამ გზით ინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელიც ავტორიტარულ-კოლაბორაციულია“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გადატრიალებაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა.