Smart Watch დღეს მთელს მსოფლიოში ყველასთვის ყოველდღიურ, სპორტულ და ამავე დროს კლასიკურ აქსესუარად იქცა.
ეს სტატუსი მან დროთა განმავლობაში, მისი მულტიფუნქციურობიდან, მისი ვიზუალური იერსახის მარტივი ცვლილების შესაძლებლობიდან და რაც ყველაზე მთავარია, მისი მოსახერხებელი გამოყენების გათვალისწინებით მოიპოვა. Smart Watch არამხოლოდ საათი, აქსესუარი ან მოდური ნივთია, არამედ ის თქვენი პირადი ასისტენტიცაა, რასაც გამოყენების პირველივე წუთებშიც მიხვდებით.
Smart Watch დღის განმავლობაში გარკვეული ინტერვალებით, მუდამ გახსენებთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ღრმა სუნთქვა, ფეხზე წამოდგომა, სიარული და სხვა. ეს ყველაფერი კი თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სუნთქვითი ვარჯიშები მოდუნებაში, გონების დასვენებაში გეხმარებათ, ხოლო ფიზიკური მოძრაობა კუნთების მოდუნებას აგარიდებთ თავიდან.
გარდა ზემოთჩამოთვლილი შემახსენებელი ფუნქციებისა, Smart Watch თქვენი ჯანმრთელობის პარამეტრების მუდმივ მონიტორინგს ახდენს. ის ითვლის თქვენს ნაბიჯებს, დახარჯულ კალორიებს, აგრეთვე გულისცემას და ჯანმრთელობის ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრს, როგორიცაა მაგალითად გულის კუნთის შეკუმშვის ხანგრძლივობა. საბოლოო ჯამში მისი დახმარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგით, შემახსენებელი სხვადასხვა აქტივობით და მისი “ყურადღებიანი” და დაუღალავი შეხსენებებით, თავს მუდამ მხნედ იგრძნობთ, მაშინაც კი თუ რეგულარული ვარჯიშით არ ხართ დაკავებული.
თუ Smart Watch თქვენს აქსესუარებს შორის ჯერ კიდევ არაა, გირჩევთ Time-ის მაღაზიათა ქსელს ესტუმროთ. Time-ში ორი ტექნოლოგიური გიგანტის, Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Samsung-ისა და iOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Apple-ის Smart Watch-ებია წარმოდგენილი. ბუნებრივია, არჩევანი თქვენი მობილური ტელეფონის შესაბამისად უნდა გააკეთოთ.
Time-ის უახლესი Smart Watch-ები ერგება ყველა ადამიანს, ქალს, მამაკაცს, მოხუცს, თინეიჯერს, საქმიან ადამიანებს და სპორტსმენებს. მოკლედ Smart Watch-ის მირგება შეუძლია ყველას, განურჩევლად სტილის, გემოვნებისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნებისა.
აქვე არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ Smart Watch-ის ეკრანის გამოსახურება და მისი სამაჯურები თქვენი ხასიათის, ჩაცმულობისა თუ სტილის შესაბამისად შეგიძლიათ ცვალოთ. ეს კი მას დამატებით პრაქტიკულობას სძენს.
Smart Watch Time-ში ონლაინ და Time-ში 20-მდე ლოკაციაზე - მარტივი გადაწყვეტა, მარტივი სინთეზით.