მოკლედ, ხალხს დღეს ქუჩაში სჭირდება გვერდში დგომა, ქუჩიდან გამარჯვება და არა ამ დაუსრულებელი აბსურდის სმენა პარლამენტის სავარძლებიდან და იმის ყურება, გამგეობეში ხელისუფლება და ოპოზიცია მილიონებს როგორ ინაწიელბს, - ამბობს „ტრიბუნას“ კიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი შეფასებით, ეს ხელისუფლება და მათ გვერდით მჯდომი ნებისმიერი ოპოზიცია ხომ ყველა ერთი სახეა, გარიგებული და დაბინავებული.
„პოლიტიკური სასამართლო გოგაშვილის მონაწილეობით ადრე თუ გვიან მაინც გაიმართება, როდესაც მას თავისუფალი ტრიბუნის საშუალება მიეცემა. მანამდე კი, ამ კომისიების მოთხოვნა, სასაცილოც აღარ არის.
ან ვის იმედად ქმნიან კომისიას, ელისაშვილის და ევროპული სოციალისტების?! საერთოდ რატომ ვაბრალებთ მათ ოპოზიციონერობას?!
ეს ხელისუფლება და მათ გვერდით მჯდომი ნებისმიერი ოპოზიცია ხომ ყველა ერთი სახეა, გარიგებული და დაბინავებული. თუ არა და გადახედეთ უმრავლესობის შემოსავლებს - ვინ იშოვის დღეს ფულს თუ „ოცნებასთან“ არ არის შეკრული?!“,- ამბობს ჭიჭინაძე და აღნიშნავს, რომ ხალხს დღეს ქუჩაში სჭირდება გვერდში დგომა, ქუჩიდან გამარჯვება და არა ამ დაუსრულებელი აბსურდის სმენა პარლამენტის სავარძლებიდან და იმის ყურება, გამგეობეში ხელისუფლება და ოპოზიცია მილიონებს როგორ ინაწიელბს!
„და ის ფაქტიც, რდღეს რომ ამდენი ემიგრანტი გვყავს, ქვეყანა ჯანღონით სავსე ახალგაზრდებით რომ იცლება, სწორედ ოპოზიციის „ოცნებასთან“ გარიგების შედეგია.
იმის შედეგია, ხალხს რომ უღალატეს, გვერდით არ დაუდგნენ, ხელისუფლებას რომ გაურიგდნენ და პარლამენტში, საკრებულოებში შელაგდნენ და კიდევ თურმე სამომავლო თანამშრომლობასაც რომ გეგმავენ!“, - ამბობს ჭიჭინაძე.