დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ელისაბედ მეორემ სიცოცხლის ბოლო დღეები შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.
დედოფლის გარდაცვალებისთანავე, გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა პრინცი ჩარლზი.
წელს ელისაბედ მეორემ მმართველობის 70 წლის იუბილე აღნიშნა.
ელისაბედ უინძორი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.
მეორე მსოფლიო ომის დროს ელისაბედი შეუერთდა ბრიტანეთის არმიის ქალთა დამხმარე სამსახურს, სადაც მუშაობდა მუშად და მექანიკოსად, მართავდა სამხედრო სატვირთო მანქანებს
დედოფლის კორონაცია, 1953 წლის 2 ივნისი
ელისაბედ მეორე შოტლანდიაში, ბალმორალის რეზიდენციაში მიემგზავრება, 1974 წელი.
ელისაბედ მეორე, პრინცესა დიანა პრინც უილიამთან ერთად, დედა დედოფალი, პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი. 4 აგვისტო 1982 წელი
დედოფალი პრინც ჩარლზსა და პრინც უილიამთან. უინძორის ციხე-სიმაგრე, 1987 წელი
ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი. 29 ივნისი, 2011 წელი
სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივანზე, 10 ივლისი, 2018 წელი
დედოფალი მისი მეუღლის, პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიაზე. 17 აპრილი, 2021 წელი
დედოფალი პლატინის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. 2 ივნისი, 2022 წელი