დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის ექიმები შეშფოთებულები არიან მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ბუკინგემის სასახლის ცნობით, დედოფალი შოტლანდიაში, ბალმორალის რეზიდენციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წევრები - პრინცი ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა, პრინცი ენდრიუ პრინც ედუარდი, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბალმორალისკენ გაემგზავრნენ.
გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი. მისი თქმით, შეშფოთებულია დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით.
"ჩემი და მთელი ჩვენი ხალხის ფიქრები ახლა დედოფალთან და მის ოჯახთანაა", - წერს ტრასი "ტვიტერში".