"ამ ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუკავებია რუსეთის არცერთი რეალური აგენტი. ამავდროულად არის ანტიდასავლური კამპანიით დაკავებული და მტრად აღიქვამს ამერიკას, რადგან ამერიკის აგენტობას აბრალებს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. ოღონდ ზოგიერთ პოლიტიკურ ოპონენტს, ამავე ოპონენტებს რამდენიმე თვის წინ რუსეთის აგენტობას აბრალებდა, რაც სრულიად სამარცხვინო ამბავია" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი ნონიაშვილი მმართველი გუნდის მიერ ამერიკის აგენტების არსებობაზე გაკეთებულ განცხადებას.
"გიგა ბოკერია რომ ამერიკის აგენტია, ეგ ცნობილი ამბავია, მაგის დამამტკიცებელი საბუთიც კი გვაქვს ევროპულ საქართველოს, მაგალითად ფოტო-სურათი, სადაც CIA-ის ყოფილ დირექტორს ესაუბრება და მასთან ერთადაა აღბეჭდილი. ცხადია, რომ შეუძლებელია სერიოზულად განიხილო ეს აბსოლუტურად ნიაღვარი და ტალახის სროლა", - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.