სერბეთისა და კოსოვოს ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას მოქალაქეების საზღვარზე გადაადგილების გამო დაძაბულობის მოსაგვარებლად.
"ჩვენ გვაქვს შეთანხმება", - დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა შაბათს საღამოს, 27 აგვისტოს.
ბელგრადსა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებებს ევროკავშირი შუამავლობდა.
ბორელის განცხადებით, სერბეთი დათანხმდა გააუქმოს ქვეყანაში შესვლის დოკუმენტების იმ პირთათვის, რომლებიც კოსოვოს მიერ გაცემულ საიდენტიფიკაციო მოწმობებს ფლობენ, ხოლო პრიშტინამ გამოთქვა მზაობა, არ შემოიღოს ასეთი დოკუმენტები სერბეთის მოქალაქეებისთვის.
"კოსოვოელ სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის თავიანთი პირადობის მოწმობების გამოყენებით", - დაწერა ბორელმა და დასძინა, რომ ევროკავშირმა უკვე მიიღო შესაბამისი გარანტიები კოსოვის პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისგან.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ამ შეთანხმებას "ევროპული გადაწყვეტა" უწოდა და სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს დაძაბულობის მოგვარება მიულოცა.
ივლისის ბოლოს კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარება დაიძაბა. 31 ივლისს, კვირა საღამოს, ასობით ეთნიკურმა სერბმა, ორი სასაზღვო პუნქტის მიმართულებით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით დაბლოკა სატრანსპორტო მოძრაობა. მღელვარება მოჰყვა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სერბეთის მოქალაქეებს საზღვრის გადასაკვეთათ დროებითი დოკუმენტები უნდა მიეღოთ, ხოლო ჩრდილოთ კოსოვოში მცხოვრები სერბების ავტომანქანებს სერბეთში გაცემული სანომრე ნიშნები ადგილობრივით უნდა შეეცვალათ.
მოგვიანებით, კოსოვომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება 1-ელ სექტემბრამდე გადაავადა.