აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ადამ კინზინგერი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მრჩევლის ლევ ძენგოვის თბილისში გამოჩენას ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველო რუსეთთან ფლირტს უნდა შეეშვას" და გაიაზროს, რომ რუსეთი რეგიონში ძალაუფლებას კარგავს.
"რუსეთის, როგორც რეგიონული ძალის დღეები იწურება. მე მტკიცედ ვურჩევ საქართველოს, რომ ეს სერიოზულად აღიქვას და შეეშვას რუსეთთან ფლირტს" - განაცხადა ადამ კინზინგერმა.