უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაესწროს "დიდი ოცეულის" სამიტს, თუ პუტინი გადაწყვეტს მასში მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს.
"როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ არაერთხელ თქვა, ის არ თვლის, რომ პუტინი სამიტს უნდა დაესწროს, მაგრამ თუ პუტინი ნამდვილად აპირებს "დიდი ოცეულის" სამიტზე დასწრებას, შეხვედრაში მონაწილეობა ზელენსკიმაც უნდა მიიღოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) სამიტს.
ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს განცხადებით, რომელიც სამიტს უმასპინძლებს, პუტინმა პირობა მისცა, რომ დაესწრება ღონისძიებას.
"დიდი ოცეულის" (G20) ლიდერების სამიტი 15-16 ნოემბერს არის დაგეგმილი.