რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზე დასწრებას გეგმავენ.
"სი ძინპინი ჩამოვა. პრეზიდენტმა პუტინმაც მითხრა, რომ ჩამოვა", - თქვა ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში.
მანამდე, გავრცელდა ცნობა, რომ ვიდოდომ პუტინს სამიტზე მოწვევა გაუგზავნა, მაგრამ კრემლს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობა.
დასავლეთი სამიტში პუტინის მონაწილეობას პრობლემურად მიიჩნევს, რადგან კონფერენციაზე სხვათა შორის, მიწვეულია რუსეთის მიერ შეიარაღებული აგრესიის ქვეშ მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი პოლიტიკურად იზოლირებული უნდა იყოს უკრაინის ომის გამო და ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთ მონაწილეობას სამიტში, თუ იქ პუტინიც ჩავა.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება სი ძინპინის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, რომელსაც 2020 წლის შემდეგ, ჩინეთი არ დაუტოვებია.