აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა 8 აგვისტოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკისას ამოიღეს საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები. ამის შესახებ ინფორმაცია 12 აგვისტოს გაავრცელა The Wall Street Journal-მა.
ჩხრეკისას ამოღებულ დოკუმენტებს შორის ზოგიერთ მათგანს ჰქონდა გრიფი "სრულიად საიდუმლო".
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ნაწილობრივ დაადასტურა WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ტრამპის რეზიდენციიდან ნამდვილად ამოიღეს საიდუმლო გრიფით დაცული დოკუმენტები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
დოკუმენტები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც "სრულიად საიდუმლო", ხელმისაწვდომია მხოლოდ ექსკლუზიურად სპეციალური სამთავრობო უწყებების თანამშრომელთა გარკვეული წრისთვის და ისინი საგანგებო სამთავრობო დაწესებულებებში უნდა ინახებოდეს.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გამოძიება უკავშირდება ჯაშუშობის შესახებ კანონის (Espionage Act) სავარაუდო დარღვევას. ეს აქტი ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის ფლობას ან გადაცემას კრძალავს.
საერთო ჯამში, FBI-ის აგენტებმა დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან 20 ყუთი, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა დოკუმენტს, ფოტოსურათების და შენიშვნებსა და ხელნაწერებს. მათ შორისაა ტრამპის განკარგულება მისი ყოფილი მრჩევლის როჯერ სტოუნის შეწყალების შესახებ, ასევე ინფორმაცია "საფრანგეთის პრეზიდენტის" შესახებ.
მანამდე, The Washington Post-ი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ FBI-ის აგენტები ტრამპის რეზიდენციაში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტებს ეძებდნენ. ასეთი დოკუმენტები აღმოაჩინეს თუ არა, უცნობია. თავად ტრამპმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ატომური იარაღის საკითხი სიყალბეა".
დონალდ ტრამპის ადვოკატების განცხადებით, თეთრი სახლის დატოვებამდე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დოკუმენტების განსაიდუმლოება მოახდინა.
როგორც თავად ტრამპმა თქვა, "საერთოდ არ იყო საჭირო" ამ დოკუმენტებისთვის ჩხრეკის ჩატარება, რადგან ნებისმიერ დროს შეეძლოთ მათი მიღება "პოლიტიკური თამაშისა და მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეჭრის გარეშე".
FBI-ს აგენტებისთვის "არავითარი საჭიროება" ჩამოართვეს გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ ისინი ნებისმიერ დროს, „პოლიტიკის თამაშის გარეშე და მარ-ა-ლაგოში შეჭრის გარეშე".
დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც FBI-ის აგენტებმა ტრამპის სახლიდან ამოიღეს.
სახლიდან ამოღებული დოკუმენტების ჩამონათვალს ხელს აწერს ტრამპის ადვოკატი ქრისტინა ბობი.