სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავს ეხმიანება.
"დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთის ომზე უკრიანის წინააღმდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად 14 წელია, რაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილები. დღემდე რუსული ძალები უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველი დევნილი გახდა.
როგორც 2022 წლის მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან ", - აცხადებს ხავიერ კოლომინა.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.