შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი ამერიკის ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ და ანტი-ამერიკულ კამპანიას ეხმიანება.
კინზინგერის განცხადებით, ომში ჩათრევის შესახებ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტური სიცრუეა.
"რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ჩვენ გვსურს ვთქვათ ძალიან ნათლად: ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინაში დასრულდეს ბრძოლა ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის არც ერთი ნაწილი. ჩვენ არ გვსურს, ჩავრთოთ საქართველო ომში. ეს სრული სიყალბეა", - წერს კინზინგერი "ტვიტერში".