კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის გადაცემის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კონგრესმენი Twitter-ზე წერს და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტს აზიარებს, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.
"რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას... როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!", - წერს კინზინგერი.
HIMARS-ი არის მაღალი მობილობის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე.