სომხეთის ქალაქ ცახკაძორში პირველი ქართულ-რუსული მედიაფორუმი გაიხსნა. "ჰუმანიტარული თანამშრომლობის ცენტრის" დირექტორი, ინტერნეტპორტალ "როსია-გრუზია: ექსპერტნი დიალოგ"-ის რედაქტორი ნიკოლაი სილაევი აცხადებს, რომ ორდღიანი ფორმატის მიზანია ქართულ და რუს ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ხელის შეწყობაა.
ფორუმის ორგანიზატორი - საერთაშორისო კავშირების არაკომერციული პარტნიორობის განვითარების ხელისშეწყობის "ჰუმანიტარული თანამშრომლობის ცენტრია".
ფორუმის დღის წესრიგში შეტანილია შემდეგი საკითხები: მედია როგორც ბიზნესი: რუსეთისა და საქართველოს გამოცდილება, საქართველოსა და რუსეთში მომხდარი პოლიტიკური ტრანსფორმირებები, ჩრდილოეთ კავკასია: საფრთხეები, გამოწვევები, გადაწყვეტილებები, მედია, როგორც საქართველოსა და რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტორი, საქართველო რუსულ მედიაში, რუსეთი საქართველოს მედიაში: გვსურს თუ არა საინფორმაციო ომის გაგრძელება, რუსეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკა: ურთიერთობების ჰარმონიზაციის პოტენციალი, მედია როგორც პროფესია.
მედიაფორუმში რუსეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ გაზეთ "ვრემია ნოვისტეის", გაზეთ "ნეზავისიმაია გაზეტას", გაზეთ "როსიისკაია გაზეტას" წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან კი გაზეთ "რეზონანსის", გაზეთ "ახალი თაობა", გაზეთ "გრუზია ი მირ" -ის წარმომადგენლები. ფორუმში ასევე მონაწილეობენ ჟურნალების "ექსპერტი" (საქართველო) და "რუსსკიი რეპორტიორ"-ის (რუსეთი) წარმომადგენლები.