ევროკავშირმა თავის პირველ "პრეზიდენტად" ბელგიის პრემიერ-მინისტრი ჰერმან აშილ ვან რომპეი აირჩია. "პრეზიდენტისა" და "საგარეო საქმეთა მინისტრის" ასარჩევად, ევროპელი ლიდერები ბრიუსელში ვახშამზე შეიკრიბნენ.
ჰერმან აშილ ვან რომპეი 1947 წლის 31 ოქტომბერს, ეკონომიკის პროფესორის ოჯახში ბრიუსელის კომუნა ეტტერბეეკში დაიბადა. იგი ფლამანდრიელი და კათოლიკეა. აღსანიშავია, რომ ჰერმან აშილ ვან რომპეი ხელფასი ამ თანამდებობაზე 24 ათასი ევრო იქნება.
ლევანის კათოლიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მთავრობის მომავალმა თავმჯდომარემ ფილოსოფოსისა და ეკონომისტის დიპლომი მიიღო.
პოლიტიკური ცხოვრება ჰერმან აშილ ვან რომპეიმ 16 წლის ასაკში დაიწყო. 1972 წელს მან სტაჟირება დაიწყო ბელგიის ნაციონალურ ბანკში და პარალელურად კი ახალგაზრდულ პარტია "CVP-Jongeren"-ს ჩაუდგა სათავეში.
ბელგიის ნაციონალურ ბანკში მუშაობის შემდეგ 1975 წელს იგი ბელგიის პრემიერ მინისტრის ლეო ტინდემასის კაბინეტის წევრი ხდება, ხოლო 1978-1980 წწ ფინანსთა მინისტრის გასტონ გეენსის კაბინეთის წევრია. გასტონ გეენსი მოგვიანებით ფლანდრიის მთავრობას ჩაუდგა სათავეში.
ჰერმან აშილ ვან რომპეი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბელგიის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში პოლიტიკურ და ეკონომიკურ კვლევებს აწარმოებდა.
პარალელურად ჰერმან აშილ ვან რომპეი პოლიტიკურ კარიერასაც აკეთებდა. 1978 წელს იგი პარტია "CVP"-ს ბიუროში შევიდა, რომელსაც 1988 - 1993 წწ ხელმძღვანელობდა. დღეს პარტიას "CD&V" ეწოდევა (ფლამანდრიული ქრისტიან-დემოკრატები).
1993 წელს ჰერმან აშილ ვან რომპეი ფინანსთა მინისტრყ ხდება და ამ თანამდებობაზე 1999 წლამდე რჩება. მინისტრად ყოფნის დროს პოლიტიკოსმა შეძლო ბელგიის სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვნად შემცირება.
ამის შემდეგ ჰერმან აშილ ვან რომპეი ბელგიის წარმომადგენელთა ქვედა პალატაში დეპუტატის სავარძელს იკავებს, ხოლო 2004 წლის იანვარში იგი სახელმწიფო მინისტრი ხდება.
2007 წლის ივლისში ჰერმან აშილ ვან რომპეის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ ირჩევენ, ხოლო 2008 წლის დეკემბერში იგი ქვეყნის 48 -ე პრემიერ-მინისტრი ხდება.
ჰერმან აშილ ვან რომპეის ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. 2008 წელს იგი ბაბუა გახდა.
მასალის გამოყენების პირობები