სანამ "ოცნების" უფასო ცირკი ანშლაგით მიმდინარეობს,ხალხის გაყვლეფა წარმატებულად გრძელდება - აცხადებს პარტია "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის 50%, სამშობლოდან იძულებით გაქცეული ემიგრანტების გადმორიცხვებია.
სანამ „ქართული ოცნების“ უფასო ცირკი ანშლაგით მიმდინარეობს, ხალხის გაყვლეფა და გაღატაკება წარმატებულად გრძელდება. ამას კი, რა თქმა უნდა, „ოცნებაში“ მოკალათებული ადამიანების მცირე ჯგუფი და ე.წ. ბიზნესმენები აკეთებენ, ისევ მთავრობის ხელშეწყობით.
მხოლოდ ორი მაგალითი.
1. საწვავი სადაც იაფი იქნება იქიდან შემოვიტანთო - გვიცხადებენ ე.წ. ბიზნესმენები და ვინმე ატყობს რომ საწვავი გაიაფდა?!
ანუ, მარტივად, სადაც მეტ ფულს შოულობენ და უფრო მეტად ძარცვავენ ადამიანებს, იქ მუშაობენ ეს ე.წ. ბიზნესმენები;
2. ლარის კურსი ღამითაც კი ცვლიან, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკის 50% , სამშობლოდან იძულებით გაქცეული ემიგრანტების გადმორიცხვებია. ეს გადმორიცხვები შველის ჩვენს ხალხს შიმშილისგან და აქაც კი ბოლო კაპიკამდე გაგლეჯვას ცდილობენ", - აცხადებს ჭიჭინაძე.