რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა და რაც ჯერ კიდევ ძალიან მაკვირვებს, არის ის თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს, - თქვა კარლ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას.
„ცხადია, რომ ჩემი აქ ყოფნის თითქმის ოთხი წლის მანძილზე იმდენი მოგონება მაქვს, რომ ჯერ კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზება გვერდიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლისას, არც საქართველო და არც ქართული პოლიტიკა ჩემთვის სიახლე არ იყო, ერთ-ერთი, რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა და რაც ჯერ კიდევ ძალიან მაკვირვებს, არის ის თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს.
როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეუღლისთვის, მეტესთვის, ფანტასტიკურია ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის, სითბოს და პატივისცემის განცდა, რაც აბსოლუტურად ორმხრივია. ამავდროულად, მე მქონდა ჩემი წილი უსიამოვნო სიურპრიზები და ინციდენტები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიხარულო იყო. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა ფერმკრთალია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც აქ ვიგრძენით. ეს არის ის, რასაც თან წავიღებთ რამდენიმე კვირაში როცა ქვეყნიდან წავალთ - ამდენი ქართველის სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ. ეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, - თქვა ჰალცელმა.