ეროვნული თანხმობის მთავრობა "ოცნების" გარეშე უნდა შედგეს - ასე ეხმიანება პარტია "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე სამოქალაქო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მოწოდებებს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობით დროებითი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ.
ჭიჭინაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნება" საერთოდ უნდა აიკრძალოს.
"ვინც დღეს ისევ "ქართულ ოცნებას" გაყვება მოლაპარაკებაში , ისინი "ოცნების" ყველა დანაშაულის თანამონაწილე ხდებიან, რადგან ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა ამდენი გულანთებული ადამიანის ისევ მოტყუება.
არც იმას დაიჯერებს არავინ, რომ ამ 10-11 წლის შემდეგ ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს გადაკეთდება, კობახიძე-ღარიბაშვილი თუნდაც კუჭავა-თალაკვაძით რომ ჩაანაცვლოს.
ან იმის ვის სჯერა, რომ თუნდა დე-ოლიგარქიზაცია მოხდება?! ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა "ოცნების" გარეშე უნდა შედგეს,
პარტია „ქართული ოცნება“ კი საერთოდ უნდა აიკრძალოს", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.