როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს „ქართული ოცნება“, იმდენად დამღუპველია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველა მათი მოქმედება, - აცხადებს პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე
„თან, რაც ამათ გააკეთეს, არავის და არასოდეს უქნია - ერი დაცალეს, გამოშიგნეს ფაქტიურად!
იკრიბებიან კომუნისტურ სახალხო ყრილობებზე და საბჭოური, დესპოტური მეთოდებით მოქმედებენ.
მოკლედ, ვისაც ამ არალეგიტიმური პარლამენტის ყურება სიამოვნებს, ცირკში იარონ ჯობია, ის უფრო შინაარსია.
ხოლო ვისაც ნამდვილად რაღაცის შეცვლა უნდა, ისინი რუსთაველზე იყვნენ 20 ივნისს და 24-ში უფრო მეტი უნდა მოვიდეს“, - დავით ჭიჭინაძე.