დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა. ახალ შეზღუდვებს შორის არის რუსეთში ფუნტი სტერლინგების შეტანის აკრძალვა. ასევე ტექნიკური და ფინანსური მომსახურების გაწევისა და ბროკერებისთვის მომსახურების აკრძალვა, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთში საქონლის ექსპორტთან შავი სიიდან. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე 23 ივნისს გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აკრძალულია რუსეთში საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი შიდა რეპრესიების განსახორციელებლად, ასევე კომპონენტებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის, საზღვაო გადაზიდვების საქონლისა და ტექნოლოგიების, ნავთობის გადასამუშავებლად ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის, რუსეთში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარგებისთვის დამატებითი ტექნოლოგიებისა და კომპონენტების ექსპორტი.
ცალკე გამოყოფილია რუსეთში სააავიაციო საწვავისა და საწვავის დანამატების ექსპორტის, ასევე რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტის აკრძალვის შესახებ.
ბრიტანეთმა უკვე არაერთხელ გაამკაცრა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე. მათ შორის ლონდონმა სანქციები უკვე დააწესა პატრიარქ კირილისა და რუსი ოფიცრების წინააღმდეგ, რომლებიც კავშირში არიან ბუჩაში სავარაუდო ომის დანაშაულებთან.