ევროკომისიამ წევრობის პერსპექტივა (ამ ეტაპზე, რეკომენდაცია) მოგვცა ხალხს, საზოგადოებას, ხოლო კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა ხელისუფლებას, - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.
„ხალხმა ჩვენს ქვეყანაზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ამიტომ დღეს აქციაზე უნდა მოვიდეთ“, - წერს ნოდა.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.